პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი „პალიტრანიუსის» გადაცემაში „360 გრადუსი» ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით საუბრობს.
«ზაზა სარალიძე ორ თვეზე მეტია არ არის იმ აქციებზე, მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ეს მისი პირადი საქმეა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე ჩამოვედი ზაზას გვერდში დასადგომად, იმ კაცში ვიგრძენი ის სიმწარე, რასაც ვგრძნობდი ჩემში და იმ ადამიანის გვერდში ვიქნები, ამას წლები რომ დასჭირდეს. ჩემსა და ზაზას შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, ერთი საწყენი სიტყვა არ გვითქვამს, უბრალოდ მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე და მეორე — მისი შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს, ჩემი კი სახელმწიფომ მოკლა», — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
Loading…