30-ზე მეტი “ბოევიკის” დაკავების შემდეგ, რომელთაც აშკარად უნდოდათ გავლენა მოეხდინათ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნებზე, ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა უშიშროების საბჭოს წევრებთან.
ლუკაშენკომ ინციდენტს “საგანგებო” უწოდა და თქვა, რომ მან უკვე შეაფასა რუსული მხარის რეაქცია.
”ისინი უკვე, თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ თითქოს ისინი აქ ჩვენ ჩამოვიყვანეთ. ცხადია, როგორღაც ხომ უნდა გაამართლონ თავიანთი ბინძური ზრახვები. ამიტომაც, სასურველია, რომ ამ სიტუაციაში, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ყველაფერი მაქსიმალურად ყველაფერი გულახდილად იყოს. თუკი ეს რუსეთის მოქალაქეებია (როგორც ვიცი, ისინი დაკითხულები არიან), ე.ი. უნდა მოვითხოვოთ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურებიდან, აგვიხსნან, თუ რა ხდება“ — განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ თავის პრეს-მდივანს ნატალია ეისმონტს დაავალა, ამით რუსული მედიისთვის მიემართა.
„თუკი დამნაშავეები არიან, კეთილი ინებონ და ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდნენ. თუკი არა — ძალიანაც კარგი. ჩვენ მიზნად არ გვაქვს ჩვენთვის ახლობელ ქვეყანას სახელი შევუბღალოთ“ — განმარტა მან.