საინტერესო

ლუდოვიკი, იგივე ლუი

იცოდით რომ ყველა ფრანგი მეფე — ლუდოვიკი, მათსავე სამშობლოში საერთოდ არ იყვნენ «ლუდოვიკები», მათ ერქვათ «ლუი» და ეს სულაც არ არის სახელის დამამცირებელი ფორმა, არამედ სრულიად განსხვავებული სახელია. ამასთან, მათ საერთო წინაპარი ჰყავდათ — რომლის სახელსაც, ძალიან გრძელი ისტორია აქვს. თავდაპირველად, ჟღერდა როგორც «ჰლუდვიგი».
სახელი ჰლუდვიგი (Hludwig <დიდებული მებრძოლი>) ეკუთვნოდა ფრანკთა სახელმწიფოს მეფეს 481-511 წლებში. სახელი გავრცელდა ხალხთა დიდი მიგრაციის პერიოდში და თითოეულმა მათგანმა ის თავისებურად გადააკეთაა. სახელი თავდაპირველად ლათინირებული იყო, რადგან შუა საუკუნეებში ერთადერთი საერთაშორისო ენა იყო ლათინური, ამიტომაც «ჰლუდვიგი» გახდა «ჰლუდვიგუსი» და ბოლოს «ლუდოვიკუსი».

და ფრანგულად, ჰლოდვიკი გახდა კლოვიზი (Clovis), მოგვიანებით ამ სახელის მეორე ასო ფრანგულ ვერსიაში ამოვარდა და Clovis გადაიქცა Louis (იკითხება, როგორც ლუი). პირველი მეფე ამავე სახელწოდებით, ლუი I ღვთისმოსავი, ცხოვრობდა IX საუკუნეში, შემდეგ XIII- ში იყო ლუი IX, რომელიც კანონიზირებული იყო ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობისთვის. თანდათანობით, საფრანგეთში მიიღეს ტრადიცია მეფის პირველი შვილისთვის დაერქმიათ მეფე ლუის მემკვიდრე. და თუ იგი გადარჩებოდა, გახდებოდა მომდევნო მეფე. ამიტომაც, საფრანგეთში არსებობდა ამდენი ლუი მეფე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საინტერესო ფაქტები, რომლებზეც ბევრმა არ იცოდა

Joni Kvaracxelia

გასაიდუმლოებული «შავი ჭირი» მოსკოვში — მსოფლიოს ეპიდემიების და პანდემიების გამოცდილება უხვად აქვს

Joni Kvaracxelia

«ადამიანი მომავლიდან»: 1943 წლის საარქივო ფოტოზე ნაპოვნი უცნაური ადამიანი

დატოვე კომენტარი