დედოფალმა ელიზაბეტ II- მ, სამშაბათს თავისი პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა მეუღლის, პრინც ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ, გახსნა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საკანონმდებლო დღის წესრიგი და დაადასტურა გეგმები ლგბტ შესახებ, კონვერსიის თერაპიის აკრძალვის მიზნით ოფიციალურ ცერემონიაზე პარლამენტის სასახლეში.
მოხსენებაში ასევე იქნა მოხსენიებული სადავო გეგმა, რომლის დამტკიცების თანახმადაც ამომრჩეველმა არჩევნების დპროს უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს საარჩევნო გაყალბებას, მაგრამ კრიტიკოსები პოლიტიკურ სპექტრში აცხადებენ, რომ ასეთი გაყალბება ფაქტობრივად არ არსებობს და რომ ეს ნაბიჯი უფრო გაართულებს ღარიბი მოსახლეობისთვის ხმის მიცემის პროცედურას.
ასევე დედოფალმა დაადასტურა, რომ ჯონსონის მთავრობა გეგმავს ე.წ კონვერსიული თერაპიის აკრძალვას, ფსევდო-სამეცნიერო პრაქტიკას, რომელიც ცდილობს შეცვალოს პირის სექსუალობა ან გენდერული იდენტობა. იგივე განზრახვა სამი წლის წინ გამოაცხადა ჯონსონის წინამორბედმა, ტერეზა მეიმ და აქტივისტები იმედგაცრუებულები დარჩნენ, რომ ის ჯერ კიდევ არ იქნა მიღებული.