პოლიტიკა

ლიტვის სეიმმა საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო

ლიტვის სეიმმა საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო. უმთავრესი რაც ამ დადგენილებაშია ნათქვამი გახლავთ ის, რომ ლიტვის საკონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტი მხარეებს მოუწოდეს დიალოგისკენ: “ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი ადასტურებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; პატივს ცემს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, აშენონ სახელმწიფოს მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ ერთობაში;”

აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს პარლამენტი უნდა ეცადოს სრული კონსესუსის მიღწევას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკვანძო გადაწყვეტილებებზე;

მიესალმება 2019 წლის 30 ნოემბერს მმართველ გუნდს “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას; იმედოვნებს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად გარანტირებულია და გადამეტებული ძალა არ გამოიყენება; იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი დიალოგი გაგრძელდება და შეიქმნება ყველანაირი პირობა საკითხის იმგვარი გადაჭრისთვის, რომელიც შეამცირებს პოლარიზაციას და ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და პლურალიზმს ქვეყანაში; მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებას, გააგრძელონ მშვიდობიანი დიალოგი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად”, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ნატო ეკონომიკური პრობლემების ფონზე თავდაცვითი ხარჯების გაზრდას გეგმავს

თამარ კორძაიამ მანდატის არშეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ფოთის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია გადადგა

დატოვე კომენტარი