ახლა კი სერიოზულად: ლიტვის პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა გამოძიების დაწყებას პარლამენტის წევრის ირინა როზოვას მიმართ გავრილოვის ასამბლეაში მონაწილეობის გამო. ლიტვის უშიშროების სამსახური საჯაროდ ამბობს რომ ამ ასამბლეაში მონაწილეობა ქვეყნის უშიშროებისთვის სარისკოა. თუ ლიტვისთვის სარისკოა, საქართველოსთვის არა? იგივეს ამბობს ესტონეთის საგარეო დაზვერვის ყოველწლიური ანგარიში.
თუ ლიტვის და ესტონეთის უშიშროების სამსახურის აზრი სარწმუნოა, აუცილებელია სუსის განმარტება გამოკითხეს თუ არა ოცნების ის დეპუტატები, რომლებიც ამ ასამბლეაში ისხდნენ და გავრილოვს ტაშს უკრავდნენ მათი შესაძლო კონტაქტის შესახებ რუსეთის დუმის აპარატის წევრებთან რომლებიც – ლიტვის უშიშროების აზრით – შესაძლოა ჯაშუშური საქმიანობით ყოფილიყვნენ დაკავებული.
The participation of politicians in the Interparliamentary Assembly on Orthodoxy is a risk factor, Vaidotas Mažeika, deputy director of Lithuania’s State Security Department (VSD) said on Wednesday.
გიორგი კანდელაკი, პარლამენტის წევრი “ევროპული საქართველოდან”
