“ლიონი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

0
137

ფრანგული გრანდი “ლიონი”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ფრანგებმა 1/4 ფინალში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მანჩესტერ “სიტი” 1:3 დაამარცხეს. მატჩის პირველი გოლი 24-ე წუთზე გავიდა, ფრანგების მხრიდან გოლის ავტორი კორნე იყო. პირველი ტაიმი სწორედ 0:1 დასრულდა. მატჩის 75-ე წუთზე ჰოლანდიელი ვარსკვლავი, “ლიონის” შემტევი – მემფის დეპაი მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა, მის მაგივრად კი დემბელე შემოვიდა, რომელმაც 79-ე და 87-ე წუთებზე “სიტის” კარი აიღო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა. ამ გამარჯვებით ლიონი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქე – “ბაიერნი” ეყოლება.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ