პოლიტიკა

ლიეტუვაში საქართველოს მომავალში “საქართველას”-ით მოიხსენიებენ და არა “გრუზია”-თი

21 დეკემბერს, ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლიეტუვურ ენაში „საქართველას“ გახდეს საქართველოს ოფიციალური სახელწოდება, ხოლო სახელწოდება „გრუზია“ ჩაითვალოს ალტერნატივად. 2018 წლის მაისში ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაუშვა „საქართველას“, როგორც ქვეყნის მანამდე არსებული ოფიციალური სახელწოდების „გრუზია“-ს ალტერნატივა. იმავე წელს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ ენაში მანამდე გამოყენებული სახელწოდება „ლიტვა“ შეეცვალა „ლიეტუვით“.
წელს ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ გაითვალისწინა საქართველოში ლიეტუვის საელჩოს თხოვნა, რომელშიც საელჩო ინფორმაციას აწვდიდა მას საქართველოს ორი სახელის გამოყენების დამაბნევლობის შესახებ ლიეტუვურ ენაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი “რესპუბლიკური პარტიაც” გახდა

რატომ გააუქმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი?

საქართველომ კიდევ ერთ დონორთან გააფორმა შეთანხმება ფინანსური დახმარების მიღების შესახებ

დატოვე კომენტარი