30 ივნისს ლიბიის სანაპიროსთან აფეთქება მოხდა ტანკერ Vilamoura-ზე, რომელსაც მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა. გემი ეკუთვნის ბერძნულ კომპანია TMS Tankers-ს და აფეთქების დროს ლიბიიდან გიბრალტარისკენ მიემართებოდა.
კომპანიის ინფორმაციით, ტანკერში წყალი შევიდა და სამანქანო განყოფილება დატბორა, მაგრამ ეკიპაჟი არ დაშავებულა და ნავთობი არ გადმოღვრივა. აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია; გემი საბერძნეთში ბუქსირით გადაჰყავთ.
აპრილსა და მაისში Vilamoura რუსეთის პორტ უსტ-ლუგასა და ნოვოროსიისკთან მდებარე ტერმინალში იმყოფებოდა.
2025 წლის დასაწყისიდან მსგავსი ოთხი ინციდენტი დაფიქსირდა გემებზე, რომლებიც აფეთქებებამდე რუსეთის პორტებში იმყოფებოდნენ.
Bloomberg-ის ცნობით, გემთმფლობელებმა თავდაცვის მიზნით დაიწყეს წყალქვეშა შემოწმებები მყვინთავებისა და სპეციალური აპარატების გამოყენებით.
ცნობილია შემთხვევები:
– თებერვალში ლიბიასთან აფეთქდა Grace Ferrum (კვიპროსის კომპანია)
– იანვარში თურქეთსა და იტალიასთან – Seacharm და Seajewel (ბერძნული კომპანია Thenamaris)
– თებერვალში ასევე აფეთქდა რუსულ მაზუთით დატვირთული Koala, რომელიც აშშ-ის მონაცემებით სანქციების გვერდის ავლით Russian oil trade-ში იყო ჩართული.
ამ ინციდენტების ფონზე, აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ დაწესებული სანქციები აგრძელებს მოქმედებას რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.
