გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.
Loading…
