სხვადასხვა

ლექსი-ლოცვა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ საკუთარ ვაჟს — ცოტნეს მიუძღვნა

ნათლისღება
(ვუძღვნი ჩემს ცოტნეს)

განმართლებულხარ,
განბანილხარ,
განწმენდილხარ,
მირონცხებულხარ.
შენ
შესაქმის ანბანი ხარ
ხატად ღვთისად,
ტაძრად გებულხარ.
შენ
ვარსკვლავთა ნაფიქრი ხარ
ნათლად ბრწყინავ მთვარისათა და მზისათა, ცისა, მადლით სრულისათა,
ედემს სასოდ დამირგიხარ
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

„ხელთა შენთა შემქმნეს და დამბადეს მე“
„დღემ განგინათლა არყოფნის ღამე“,
„ცა იხილავს თვალთა შენთა ახელილთა
სულიწმინდის სახელითა“.

სვლად გზასა სიმართლისასა, სმენად სარწმუნოებისა,
იცხე მირონი,
გულს შთაიბეჭდე სიტყვანი სათნოებისა
არ საძვირონი,
რომელმან იორდანესა ზედა ნათელ იღო წყალთაგან
გიხსნას მარად მგზნებარისა ჯოჯოხეთისა ალთაგან.
რომელმან კანას გალილეასა წყალი ჰქმნა ღვინოდ,
და ვინ ჩვენთა ცოდვათათვის ჯვარსა ზედა ივნო,
ჰგმოს ეშმა წყეული,
გყოს თვისი რჩეული
მოგმადლოს ნათელი დასთა კრებისა
საგზლად ცხოვრებისა!
რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გიღებიეს
სული შენი უქრობ კელაპტრად ჰგიეს
უკვდავებად აღიმსთე
და შეიმოსე ქრისტე!

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

9 წლის რუსთაველი გოგონა გარდაიცვალა-«ძალიან მხიარული ბავშვი იყო, უყვარდა ხატვა და მოეწყო მისი ნახატების გამოფენაც»

Joni Kvaracxelia

«ნანატრი შვილი იყო, ალბათ, იმიტომაც წავიდა იმქვეყნადაც თავის გოგონასთან ერთად ჩახუტებული»-ტრაგედია სენაკში, სადაც მამა-შვილი გარდაიცვალა

ვანო მერაბიშვილი ციხეში მოწამლეს?(ვიდეო)

დატოვე კომენტარი