ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებენ, – ამის შესახებ საბა ბუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„ლელოს“ პოზიცია რჩება იგივე, ჩვენ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით,რომელიც ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, საფრთხე შეექმნას მოლაპარაკებებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მივმართეთ განცხადებით. ვიდრე არ დადგინდება ამ საკითხზე ჭეშმარიტება, მნიშვნელოვანია, ღარიბაშვილი გაიწიოს დაკავებული თანამდებობიდან და არ შეუქმნას საფრთხე გამოძიებას. ღარიბაშვილი არ უნდა გადაიქცეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძვლად. „ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.