პოლიტიკა

«ლელოს» ახალი ლოგოსა და კამპანიის დევიზის პრეზენტაცია

პოლიტიკურმა მოძრაობამ „ლელო საქართველოსთვის“ საზოგადოებას ახალი სიმბოლო და კამპანიის ახალი დევიზი — „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარუდგინა. ახალი ლოგოსა და კამპანიის დევიზის პრეზენტაციაზე მოძრაობის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ლელო“ არჩევნებში გამარჯვებას აპირებს და მისი ლოგოტიპიც სწორედ გამარჯვების სიმბოლოა

პარტიის ლიდერების განცხადებით, პანდემიის შემდგომ მსოფლიოს ახალი იმედი და ახალი ძალით განვითარება სჭირდება, ამიტომ „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა, კრიზისის ფონზე აჩვენოს მასშტაბური წარმატების და გამარჯვების მაგალითები.

პარტიის ახალი კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური საბჭოს და ორგანიზაციის წევრები.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გაბუნიას(რუსთავი 2), ინგა გრიგოლიას(ტვ პირველი), ირაკლი ჩიხლაძეს(იმედი), მასთან ინტერვიუზე იწვევს

ლავროვის სიტყვით გამოსვლის დროს, გაეროს სხდომათა დარბაზი ყველა დიპლომატმა დატოვა(ფოტო)

roma sajaia

ბიძინა ივანიშვილის სახლთან უცხო მამაკაცი ავტომატური იარაღით ხელში დაინახეს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი