კრიმინალი

ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ადვოკატის განმარტებით, ჯიღაშვილს 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, რის ოდენობასაც ადვოკატი არ აკონკრეტებს. შეგახსენებთ რომ ლევან ჯიბღაშვილი 2019 წლის 23 აპრილს დააკავეს და გამოძიების ცნობით, მისი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ და მცირე ოდენობის მარიხუანა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბათუმში მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

არიან დაზარალებულები…

Joni Kvaracxelia

ევროპის საბჭომ კორუფციულ გარიგებებზე სპეციალური ანგარიში მოამზადა

დატოვე კომენტარი