პოლიტიკა

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

კიდევ ერთი მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ვასაძე ახალ პარტიას ქმნის, რომლის პრეზენტაციასაც შემოდგომაზე გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, მან უკვე დაიწყო კონსულტაციები გუნდის მომავალ წევრებთან, რომელ გუნდთან ერთადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებას.

“2020NEWS” შეეცადა თავად ვასაძესთან გაერკვია, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები და რა მიზნები აქვს მილიონერ ბიზნესმენს სამომავლოდ. თუმცა, ვასაძე ამ ეტაპზე მედიასთან საუბარს თავს არიდებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ინფორმაციას, აპირებს თუ არა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი პოლიტიკაში შემოსვლას, არც უარყოფს და არც ადასტურებს მისი მეგობარი და თანამოაზრე, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, თუმცა ვისთან მართავს კონსულტაციებს და ვის მოაზრებს მომავალი პოლიტიკოსი ახალ გუნდში, ამ თემაზე ლორთქიფანიძეს საუბარი არ სურს.

2020news

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საარჩევნო უბნები გახსნილია

Joni Kvaracxelia

კანადის ევროღორძინება: ტრამპის ფაქტორი და ახალი გეოპოლიტიკური კურსი

Joni Kvaracxelia

შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გეგმავს

roma sajaia

დატოვე კომენტარი