განცხადებები

«ლევანი ერთხელ მეუბნება, დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბევრმა ადამიანმა გამიცნოსო. მაშინ ძალიან დავიბენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვას თავად გასცა პასუხი…»

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა   «სარკესთან» თავის შვილზე  ამბობს, რომელიც ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს, ნათია საყვარელიძე თავის 16 წლის მოკლულ ბიჭზე დეტალურად ჰყვება:

«სულ ვფიქრობდი, ხომ არ გამომრჩა-მეთქი მისი სევდა. 9 წელი მისი კლასის კარებთან გავატარე. ძალიან კარგი კლასი ჰყავდა, სიბოროტე არცერთს ჰქონია. არც ის მოგვისმენია, რომ ამ ბავშვებს შორის კონფლიქტი ყოფილიყო. მეშინოდა, თამაშ-თამაშში ვინმეს არ დაერტყა და მერე ამასაც იგივე არ გაეკეთებინა. ჩხუბში შუაში დგებოდა. ამბობდა, ყველაზე მეტი მე მომხვდა, შუაში რომ ჩავდექიო… ხმაურიანი და ქოთქოთა იყო, მაგრამ გულჩვილი. ფოტოებზე რომ ვუყურებ ახლა, როგორი სევდიანია. ეს სევდა როგორ გამომრჩა?!»

«იმ დღეს (მკვლელობის დღეს) და, საერთოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში არანაირი შეგრძნება არ მქონია. პირიქით, ვამბობდი, მგონი ახლა ცოტას დავისვენებ-მეთქი… საოცრად გულწრფელი იყო. ვთვლი თავისმა გულწრფელობამ დაღუპა»

«ლევანი როგორც კი შევიდა იმ თაღში, სადაც სარალიძეს ურტყეს, მაშინვე დამნაშავეებს შეეჯახა. სავარაუდოდ, გაქცეული მობრუნდა ლევანისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს მკვლელთან არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია. 6 თვე ვიჯექი სასამართლოზე და სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი, რატომ მობრუნდა დამნაშავე და რატომ ჩაარტყა ჩემს შვილს»- ამბობს ნათია საყვარელიძე.

«ჩემსავით ემოციური იყო, როცა ადამიანი გონებით ფიქრობს, ის ყოველთვის მოგებული რჩება. როცა ემოციით მიდიხარ… ხომ ვიცი, დაინახა, არ მოეწონა, გაგიჟდა და… თუ მან დაინახა სარალიძე რა მდგომარეობაში იყო — ბავშვი იდგა და სისხლი სდიოდა, დამნაშავეები თუ გარბოდნენ და ვინმემ დაიძახა, არ გაუშვათ, ლევანი აუცილებლად დასტაცებდა ვინმეს ხელს, შეიძლება ამიტომაც მობრუნდა მისი მკვლელი….

«ლევანი ერთხელ მეუბნება, დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბევრმა ადამიანმა გამიცნოსო. მაშინ ძალიან დავიბენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვას თავად გასცა პასუხი…»- აცხადებს ლევან დადუნაშვილის დედა.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს უნდა გადასცეს დამნაშავეები-საქართველოს მთავრობის მიმართვა

roma sajaia

წულუკიანმა ოპოზიციას გაკოტრებული ძალა უწოდა

სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი-ალეკო ელისაშვილი

დატოვე კომენტარი