ფრანგმა კინოს ვარსკვლავმა, ალენ დელონმა გადაწყვიტა ევთანაზიის გზით დაასრულოს სიცოცხლე შვეიცარიაში, სადაც ეს არ ითვლება მკვლელობად და კანონით არის მიღებული.
ამის შესახებ მან TV5 Monde-თან ერთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, მეორე დღეს არტისტის სიტყვები და განზრახვები RTL არხის ეთერში მისმა შვილმა და კოლეგამ, ენტონიმ დაადასტურა, წერს მე-5 არხი. დელონ უმცროსმა აღნიშნა, რომ მან უკვე მისცა მამას პირობა, რომ ბოლო წუთებში ის მასთან იქნება.
პანკრეასის კიბოსგან ერთი წლის წინ გარდაცვლილი მეუღლის, ენტონის დედის, ნატალი ბართლემის ხსოვნამ განაპირობა ამ გზით სიკვდილის გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, მსახიობის ზოგადმა რწმენამ ასევე იმოქმედა გადაწყვეტილებაზე: ის ასეთ სიკვდილს ყველაზე ლოგიკურად და ბუნებრივად თვლის.
„გარკვეული ასაკიდან, გარკვეული მომენტიდან, ჩვენ გვაქვს უფლება, მშვიდად წავიდეთ იმიერში, საავადმყოფოების, ინექციების და სხვა მსგავსების გარეშე“, – განაცხადა დელონმა.
