სხვადასხვა

ლაშა ქველაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლაშა ქველაძის აღკვეთის ღონისძიებაზე ბოლნისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის, დიანა მარტიაშვილის განცხადებით, ქველაძის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უკვე ცნობილია. პასუხი უარყოფითია და შესაბამისად, ქველაძე საავადმყოფოდან უკვე გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალის წარდგენის შემდეგ, ის მარნეულის პოლიციის შენობიდან კლინიკაში, მომატებული ტემპერატურის გამო გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 35 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

უეფა-მ 17-წლამდელთა ევრო 2021 გააუქმა

ბაღდათში, ტრაგედიის შემდეგ ბავშვების მამამ თვითმკვლელობა სცადა-ის ახლა შოკურ მდგომარეობაშია

დატოვე კომენტარი