ეკონომიკა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

არჩევნებიდან მე-4 დღეს ლარმა ვარდნა განაგრძო. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრია. ექსპერტები ისევ ღიად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიკიტას აბრალებენ. მათი თქმით, თუკი ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ერთობლივ გეგმას არ შეიმუშავებენ, ლარს ვერაფერი გააჩერებს. თუმცა ლარის ასეთი მდგომარეობა ისევ მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

«არჩევნების შემდგომი პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განწყობა ექნება მთავრობას, სამწუხაროდ დამარცხების შემთხვევაში მათ დააანონსეს კონფლიქტი, რაც ჩემის აზრით ასევე გავლენას ახდენს მოლოდინებზე და მომხმარებლის განწყობაზე და ლარის კურსზე,»-აცხადებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციები წესდება

მიმდინარე წელს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ბიუჯეტი სავარაუდოდ 4 100 000 ლარი იქნება

მარკ ცუკერბერგი 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

დატოვე კომენტარი