covid-19მსოფლიოში

ლაოსში კოვიდ -19-თან დაკავშირებული პირველი გარდაცვალება, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე დაფიქსირდა

ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Vientiane Times- ის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ ლაოსში დაფიქსირდა კოვიდ -19-თან დაკავშირებული პირველი სიკვდილი.

ვიეტნამის კარაოკე კლუბის, 53 წლის თანამშრომელი გარდაიცვალა კორონა ვირუსისგან ქვეყნის დედაქალაქ ვიენტიანში, როგორც ამის შესახებ კვირას განაცხადა  კოვიდ -19 პრევენციისა და კონტროლის ეროვნულმა სამუშაო ჯგუფმა.

სააგენტოს ცნობით, ქალის მდგომარეობა გართულდა დიაბეტით და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით.

ლაოსში, Covid-19 შემთხვევების აფეთქება 14 აპრილის საახალწლო არდადეგების შემდეგ მოხდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შაბათის მდგომარეობით, ქვეყანაში მხოლოდ 1,233 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1,184  გასულ თვეში, ხოლო  28 შემთხვევა კი შაბათს დაფიქსირდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის „ჩვენი სამყარო მონაცემებში“ და CNN– ის კვლევის თანახმად, ლაოსმა კოვიდ –19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 184,387 დოზა შეიძინა 7,28 მილიონი მოსახლეობისთვის.

Loading…

მსგავსი პოსტები

ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ სამომავლოდ ჩარევა-ვიოლა ფონ კრამონი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ბელარუსში არსებულ ვითარებაზე სამიტს გამართავენ

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს

დატოვე კომენტარი