სხვადასხვა

ლანა ღოღობერიძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი გადაეცა

29 მარტს, თბილისში საფრანგეთის რეზიდენციაში, მ.ა. ბატონმა დიეგო კოლასმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი გადასცა. ეს ჯილდო ქართველი რეჟისორისა და მწერლის ბრწყინვალე კარიერის დაგვირგვინებაა. ქ-ნი ლანა ღოღობერიძე მუდმივად შრომობდა საფრანგეთისა და საქართველოს მეგობრობის სასიკეთოდ. იგი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მრავალჯერ იყო ნომინირებული და თავის შემოქმედებაში ქართველი ქალების, იმ დროისთვის დაუფასებელი ცხოვრება ასახა. მისი უკანასკნელი ფილმი « ოქროს ძაფი » 2019 წელს გამოვიდა.
ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის შემდეგ, ქ-ნი ლანა ღოღობერიძე საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა 2004 წელს, ხოლო შემდეგ, თავისი ქვეყნის ხმა იუნესკოში გააჟღერა. ამიერიდან ის საერთაშორისო კინემატოგრაფიისა და ფრანგულ-ქართული მეგობრობის შეუცვლელი სახეა.
🇫🇷🇬🇪🎖 Mme Lana Gogoberidze a reçu de S.E M. Diégo Colas, Ambassadeur de France en Géorgie, les insignes d’officier de l’Ordre des Arts et des Lettres lundi 29 mars à la Résidence de France à Tbilissi. Cette décoration couronne la brillante carrière de cette cinéaste et écrivaine géorgienne, qui a constamment œuvré à l’amitié entre la France et la Géorgie. Nommée à de nombreuses reprises dans les plus prestigieux festivals de cinéma du monde, elle s’est attachée à représenter dans son œuvre la vie des femmes géorgiennes, alors tout à fait méconnue. Son dernier film, Le fil d’or, est sorti en 2019.
Après avoir été représentante permanente de la Géorgie au Conseil de l’Europe, Mme Lana Gogoberidze a été nommée Ambassadrice de Géorgie en France en 2004, et elle a porté ensuite la voix de son pays à l’UNESCO. C’est une figure désormais incontournable du cinéma international et de l’amitié franco-géorgienne.

წყარო

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გორში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს, წაღებულია «ნისიების» რვეული

ტრაგედია შუახევში

საღორიას ისტორიული ტყე გახმობის საშიშროების წინაშე დგას

დატოვე კომენტარი