რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თბილისის მოვლენები მას უკრაინის ევრომაიდანს ახსენებს.
ლავროვის მტკიცებით, პროტესტის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობის დაწყება იყო.
«ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. არანაირი ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციაზე, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების მხოლოდ 20%-ს იღებენ, მხოლოდ საბაბი იყო იმისთვის, რომ დაწყებულიყო ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა». – თქვა ლავროვმა.
ლავროვის მტკიცებით, თავად კანონი «ჩრდილში დგება იმასთან შედარებით, თუ როგორ რეგულირდება არაკომერციული ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ინდოეთში, ისრაელში».
ამას გარდა, ლავროვმა გაიმეორე ქართული ოცნების რიტორიკა ევროპაში არსებულ კანონებთან დაკავშირებით და გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთან დაკავშრებული კომენტარის გამო.
«მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთივე ნორმები, უფრო მკაცრი ნორმები ამავე თემაზე, არსებობს, ბატონმა ბორელმა, თვალდაუხამხამებლად, განაცხადა, რომ კანონი, რომელსაც ქართველები მმართველ პარტია ქართულ ოცნებაში იღებენ, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აფერხებს. საერთო ჯამში, ფარისევლობა, რა თქმა უნდა, აშკარაა». – თქვა ლავროვმა.