განცხადებები

ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად

თუ საქართველო რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა, — რია ნოვოსტის თანახმად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. „თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ სურს ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში“, — განაცხადა მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას. „ჩვენ განზრახული გვქონდა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, მაშინ როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად ჩვენ მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წლინახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის მორიგ სხდომაზე“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს“-ვანო ზარდიაშვილი

«ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხელისუფლება უნდა გადაგეს»

დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს

დატოვე კომენტარი