სკანდალი

ლადო ბედუკაძეს ყოფილი პატიმარი ფიზიკურად გაუსწორდა, პატიმრის დედა ჰყვება რომ მის შვილს ბედუკაძე ციხეში აწამებდა

როგორც ცნობილი გახდა გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ  უფროსს  ლადო  ბედუკაძეს, ყოფილი პატიმარი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ყოფილი პატიმრის თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი «კურიერს» უკყვება, რომ ინციდენტის ინიციატორი თავად ლადო ბედუკაძე იყო.

ყოფილი პატიმრის დედა აგრეთვე ჰყვება, რომ  გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე აწამებდა. ოჯახის მტკიცებით, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ნაზღაიძე ბრალს არ აღიარებდა, ბედუკაძის მხრიდან კი არაადამიანური მოპყრობის მიზეზი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო.

როგორც ირკვევა დღეს ლადო ბედუკაძეს თავს   ორჯერ დაესხნენ. ქაშუეთის ეზოში დაპირისპირება  მეორედ მაშინ მოხდა, როცა გლდანის ციხის  ყოფილი  უფროსი   დილის ინციდენტზე ინტერვიუს „პალიტრანიუსს“ აძლევდა.

აღნიშნულლ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ინტიმური ვიდეო ბათუმის სკოლის მეათე კლასელების მონაწილებით ინტერნეტში გავრცელდა

ივანიშვილის ბიტკოინების ქარხნები ოკუპირებულ აფხაზეთში-ოლიგარქი ენგურჰესიდან საქართველოს დენს ჰპარავს (ვიდეო)

რა მტკიცებულები გადაუგზავნა პროკურატურამ მელიაზე პარლამენტს, რას წერს შალვა თადუმაძე სპიკერ თამარ ჩუგოშვილს?

დატოვე კომენტარი