2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალი დღეს, დუბაიში გაიმართება.
ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დუბაიდან მიმართვას ავრცელებს:
,,მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.
მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურსს არასდროს ჰყოლია», — წერს ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა დუბაიში „გლობალ თიჩერ 2019“-ის კონკურსზე იმყოფება, გამარჯვებული 24 მარტს ანუ დღეს გახდება ცნობილი.
loading…