კრიმინალი

ლაგოდეხში 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ლაგოდეხში 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. როგორც დაზარალებული ოჯახის ადვოკატმა შალვა მჭედლიშვილმა განაცხადა, არგუმენტად დასახელდა არასაკმარისი მტკიცებულებები, მხოლოდ 2 არასრულწლოვნის ჩვენება. ადვოკატი შალვა მჭედლიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე გაასაჩივრებს, რადგან სამართლებრივად დაზარალებულ მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება. «პირდაპირი მტკიცებულებები იყო ორი. ორი მცირეწლოვანი ბავშვის ჩვენება იყო პირდაპირი, რაც აუცილებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა სასამართლომ ორი მცირეწლოვნის ჩვენება არ გაიზიარა. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. დასაბუთებულ განაჩენს რომ ჩავიბარებთ, შევაფასებთ უფრო დაწვრილებით. სამართლებრივად დაზარალებულ მხარეს უფლება არ აქვს, გაასაჩივროს, მაგრამ ბრალდების მხარე — პროკურატურა გაასაჩივრებს,» — განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა შალვა მჭედლიშვილმა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაზარალებულის ოჯახი მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მოითხოვს, რომ ცოცხალი ექსპერიმენტი ჩატარდეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპის ორ ქვეყანაში დაწყებული სპეცოპერაცია საქართველოში გრძელდება

თბილისში 16 წლის ბიჭმა სამი არასრულწლოვანი დაჭრა-ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი

ინციდენტი ლაგოდეხში

დატოვე კომენტარი