სხვადასხვა

ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილობრივმა მამაკაცმა გერმანელი ტურისტი გააუპატიურა

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს. ინფორმაციას ტურისტი ცოლ-ქმარი ავრცელებს.

არსებული ცნობებით, გერმანელი ტურისტები ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იყვნენ, სადაც ქალზე სექსუალურად ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცმა იძალადა, რომელიც ასევე მეგობრებთან ერთად ისვენებდა. პოლიციას მომხდარის გამოძიების მოთხოვნით, დღეს დილით, ქალის ქმარმა მიმართა.

ინფორმაციას ადასტურებენ ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლები. თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ. დაწყებულია მოწმეების დაკითხვა. წინასწარი ინფორმაციით, მხარეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

სავარაუდო მოძალადე დაკავებულია.

წყარო:მთავარი არხი

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

“არ ვიცი დღეის შემდეგ როგორ გაგრძელდება ცხოვრება”-კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი პირველ საჯარო განცხადებას ავრცელებს

ცოლის დადგენილი 9 წესი ქმრისთვის – ნოდარ დუმბაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი