“რუსთავი2”-ის ინფორმაციით კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა, როგორც ირკვევა სამივე მათგანმა ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.
“ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ,” – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
