„რუსთავი2“-ის თანამშრომლის, «კურიერის» წამყვანის ირაკლი სესიაშვილის შვილს, ბაღში მამის სამუშაო ადგილის გამო აბულინგებენ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, როგორც თავად ირაკლი სესიაშვილი ასევე მისი მეუღლეც.
«უბინძურეს ქვეყანაში ვცხოვრობთ !!! 6 წლის ბავშვის პოლიტიკური ნიშნით დაბულინგება აღარაფერში არ წერია. თუ ჩემთან რამე პრეტენზია გაქვთ, იცით სადაც მიპოვოთ. არასდროს დავმალურვარ და ყოველთვის პასუხს ვაგებ ჩემს თავზე. მაგრამ ბავშვებთან სიბინძურების ქექვა არის ბოროტება !!!»-წერს ირაკლი სესიაშვილი.
ირაკლის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი გაბრაზებული მოვიდა ბაღიდან, ჯგუფელებს ვეჩხუბეო, იმიტომ რომ მეუბნეოდნენ, რუსთავი 2 -ში მატყუარები მუშაობენ და მამაშენიც მატყუარააო….
«ჩემი შვილი გაბრაზებული და განერვიულებული მოვიდა ბაღიდან,ჯგუფელებს ვეჩხუბეო,იმიტომ რომ მეუბნეოდნენ, რუსთავი 2 -ში მატყუარები მუშაობენ და მამაშენიც მატყუარაა…
ხოდა ამ ბავშვების მშობლების საყურადღებოდ,აბა ცოტა თავს შემოუძახეთ და დაფიქრდით რას ლაპარაკობთ თვენი შვილების თანდასწრებით,რადგან ასეთი ქმედებით შეიძლება(თქვენი შვილი თუ არ გაღელვაბთ)სხვის შვილს მიაყენო სერიოზული ზიანი,ჩამოუყალიბო უამრავი კომპლექსი და დაუნგრიო ავტორიტეტები 6 წლის ასაკში!!!
პ.ს. მეც მინდოდა მეთქვა საპასუხოდ რა ეთქვა ალექსანდრეს მისი თანაჯგუფელებისთვის,მაგრამ ვხვდები რომ ბავშის გონების ასე დაბინძურება არ შეიძლება!!!!!»-წერს ირაკლი სესიაშვილის მეუღლე