რუსთავი2 საინფორმაციო სამსახური მთლიანად დაცარიელდა. მასში ვაკანსიები თავისუფალი გახდა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა: ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი.
ცნობილია ისიც, რომ ახალი მფლობელი ჟურნალისტების ძიებაშია.
ვრცელდება ინფორმაცია კურიერის წამყვანად გვანცა დარასელიას მოსაზრებაზე. თუმცა დარასელიამ განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია შემოთავაზება და ის კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ გვანცა დარასელია აქამდე «სხვა შუადღის» ერთ-ერთი თანაწამყვანი იყო.
Loading…