კუბაზე ოჯახური კოდექსის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეთა თითქმის 67%-მა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
100-გვერდიანი დოკუმენტი ქვეყანაში 1975 წლიდან მოქმედ კანონს შეცვლის. ახალ კოდექსში ქორწინება განიმარტება როგორც „ორი ადამიანის“ კავშირი. ამასთან, ის ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვების აყვანის უფლებას აძლევს და სრულად აკანონებს სუროგაციას, თუ ის უანგაროა.
Loading…
