5 ივნისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მან განაცხადა რომ უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი და მხარს ვუჭერ თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველო ძალიან ლამაზი და უძველესი კულტურის ქვეყანაა, რომელიც ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. მის თავდაცვით ინტერესებშია, რომ განეკუთვნებოდეს დასავლური სამყაროს უდიდეს თავდაცვით ალინსს. უნგრეთი ამას მხარს უჭერს და მოუთმენლად ელოდება“, – განაცხადა მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი. დღის მეორე ნახევარში ჩატარდა კიდევ ორი ღონისძიება კერძოდ უნგრელი სამხედრო ტყვეების მემორიალის გაიხსნა თბილისში, საბურთალოზე, ვასო გოძიაშვილის ბაღში. მემორიალი იმ უნგრეთის მოქალაქეების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ბანაკში მსახურობდნენ, დაიღუპნენ და მათ კვალს ვერ მიაგნეს, ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამხედრო ატაშეები და ასევე უნგრული დიასპორის წევრები საქართველოში. მეორე ღონისძიება გახლდათ ზიჩის პრიზით ქართველი მხატვრის ოფიციალურად დაჯილდოება IAart Galery-ში აღსანიშნავია
როგორც მემორიალის გახსნას, ისე მიჰაი ზიჩის პრიზის გადაცემას ოფიციალურად უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი უძღვებოდა
სახელგანთქმული უნგრელი მხატვრის, ვეფხისტყაოსნის პირველი ილუსტრატორის, ზიჩის სახელობის პრემია უნგრეთის საელჩომ 2019 წელს დააფუძნა, რომლის მიზანი იყო ქართველი მხატვრების დაფასება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ზიჩის პრიზის ნომინანტად ამჯერად დასახელდა ცნობილი ქართველი მხატვარი გივი აღაპიშვილი. იხილეთ ჩვენი კორესპონდენტის მიერ მომზადებული ფოტოკოლაჟი რომელიც ასახავს სტატიაში მოყვანილ ბოლო ორ ღონისძიებას.