1tv.ge ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით გაირკვა რომ პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვისთვის ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა.
33 წლის კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთის მთავრობა 14.7 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვას ედავებოდა.
ამის შესახებ განცხადებას ესპანური გამოცემა El Mundo-ს აქვეყნებს.
კრიშტიანუ რონალდუმ გარდა ამისა 18.8 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულებაც აიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობილი ფეხბურთელს ცეიხეში ყოფნა არ მოუწევს, ვინაიდან ესპანური კანონმდებლობით პირველი სასჯელისთვის ორ წელზე ქვემოთ არსებული პატიმრობის ვადა პრობაციით იცვლება.