განცხადებები

«კრიმინალმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ დაერიოს ჟურნალისტებს»-გიორგი კაპანაძე

როგორც ცნობილია pressa.ge-ს რედაქტორი უკვე გაათავისუფლეს,  გათავისუფლებიდან პირველი კომენტარი კაპანაძემ «რუსთავი2»-თან სატელეფონო ჩართვაში გააკეთა.

«პოლიციამ მოაწყო პროვოკაცია. 15 პოლიციელი მოვიდა, თქვეს, რომ ვითომ წინააღმდეგობა გავუწიე. თითქოს, შეურაცხყოფა მივაყენე. მე ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებდი. პოლიციის პიკაპები გადაადგილდებოდნენ ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით დატვირთული, გვაინტერესებდა, რატომ დადიან ქუჩაში ასე აღჭურვილი პოლიციის პიკაპები, რისთვის ემზადებოდა ხელისუფლება. ამის გაშუქების პროცესში ვიყავი, მოვიდა პოლიცია. როგორც ჩანს, გახარიამ მოინდომა, რომ უკვე გადავიდეს მედიაზე. კრიმინალმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ დაერიოს ჟურნალისტებს. გააჩეროს ჟურნალისტი, რომ არ ამოიღოს ხმა, რაც ხდება ზუგდიდში. მე ვიყავი გადამღებ ჯგუფთან, მახლდა ჟურნალისტი, ოპერატორი, ორი ადამიანი. მათ დაინახეს, რა ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება. ეს იყო სუფთა პროვოკაცია რუსულ სტილში და ცხადია, რუსეთის მოქალქე მენტალურად რუს გახარიას სხვანაირად ვერც წარმოედგინა, ალბათ და გადაწყვიტა ამ კუთხით ეძია შური ჟურნალისტებზე,» — განაცხადა «რუსთავი2»-თან გიორგი კაპანაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

„მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს“- ოთარ დანელია

თანასწორობის მოძრაობის გამოხმაურება თეა წულუკიანის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

«სამწუხაროა,რომ ასეთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ»-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი