კრემლმა არ განმარტა, თუ რატომ არ მიულოცა პუტინმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს ახალი წელი

0
674

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გაფართოვდება იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომელთაც ვლადიმერ პუტინმა ახალი წელი მიულოცა. კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა 41 ქვეყნის ლიდერებისთვის მილოცვები. ამ სიაში არ შევიდნენ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები ვლადიმერ ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილი. ამავე დროს, მილოცვები მიიღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა.

ასევე, პუტინის სიაში არ შევიდნენ: ლატვიის, ლიტვის, პოლონეთისა და ესტონეთის პრეზიდენტები.

”ყველა ლიდერი არ შევიდა მისალოც სიაში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დამატებები», — განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

2018 წელს ვლადიმერ პუტინმა ასევე არ მიულოცა სალომე ზურაბიშვილს და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ