რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა:
„ძალიან ფართო დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა გამოგვდის და გამოგვდის ბევრი რამ. ვისაუბრებთ სირთულეებზეც, რომლებიც, კვლავინდებურად, პოლიტიკურ სფეროს უკავშირდება. ძალიან ბევრი გზავნილი მაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი დადიან იქამდე, რაც ვთქვი. უნდა ვისწრაფოთ, რომ განვავითაროთ ურთიერთობა ყველა სფეროში და გავაფრთხილოთ ჩვენი ქართველი პარტნიორები არასასიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, რადგან ეს არასასიამოვნო მოულოდნელობები არასასიამოვნო იქნება ორივესთვის,“- აცხადებს გრიგორი კარასინი.
