„რა მოხდა და რატომ მოხდა გუშინ. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო დევიდ კრამერის დიდი ტყუილიდან, თითქოს ის მე არ მიცნობდა და წარმოგიდგინოთ ფოტო. მე და ბატონი კრამერი ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში, მის ოფისში. ჩვენ შევხვდით მას ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში. თუმცა, ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ბატონი კრამერი იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ის, რომ კრამერი არ მიცნობდა, არის დიდი ტყუილი. ძალიან კარგად მიცნობდა და კარგად იცის, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი. დასკვნა არის მარტივი – კრამერი არის მატყუარა და გარდა იმისა, რომ არის მატყუარა, არის თავხედი და უზრდელი ადამიანი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი“-ირმა ინაშვილი დევიდ კრამერზე
Loading…