COVID-19-ით გამოწვეული გართულებებისგან 6 640 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 1 383 ადამიანს დაუსვეს და დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 107 603-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 86 143 პაციენტი. 11 აპრილიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროვინცია ხუზესტანში და ნაწილობრივ თეირანშიც სიტუაცია კრიტიკულია. ხელისუფლება ამ რეგიონებს კვლავ წითელი ზონის სტატუსს ანიჭებს. ხუზესტანში სახელმწიფო უწყებები, ბანკები კვლავ დაიხურება.
Loading…