covid-19მსოფლიოში

კორონავირუსი რუსეთში: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი თვითიზოლაციაში რჩება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დადებითი შედეგები გამოაცხადა. ორშაბათს კი Proekt– მა განაცხადა, რომ მიუხედავად ვაქცინაციის შესახებ განცხადებისა, პუტინი მისივე თქმით თვითიზოლაციაში რჩება.

იმის შესახებ, რომ პუტინი მეორედ აიცრა რუსული ვაქცინით, მან თავად განაცხადა 14 აპრილს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

პრინციპში, რუსეთის პრეზიდენტი არ აცრილა საჯაროდ, კამერების წინ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა პოლიტიკოსები. «კარგით რა, რატომ უნდა ვიმაიმუნოთ? აუცილებელია ამის გაკეთება ისე, როგორც სხვებმა გააკეთეს?» — თქვა მან ინტერვიუში. პუტინს ასევე არ სურს დაზუსტება, თუ რომელი ვაქცინით იაცრა ის.

წინა დღეს მან ვეტერანებით გარშემორტყმული წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს უყურა. მის გვერდით თითქმის ყველა, სამედიცინო ნიღბის გარეშე იყო. რაზეც პუტინმა განმარტა, რომ 9 მაისს მან მოახერხა ანტისხეულების ტესტის ჩაბარება.

წყარო: BBC

Loading…

მსგავსი პოსტები

შტაინმაიერის მოწოდება ბელარუსი სამხედროებისადმი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა ტესტი კორონავირუსზე მეორედაც ჩაიტარა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი