კორონავირუსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

0
163

შუახნის მამაკაცს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდან, ე. წ. ჩოხატაურის კლასტერიდან კორონავირუსი გუშინ, გვიან ღამით დაუფიქსირდა. მეუღლე და შვილიშვილი, რომლებიც მამაკაცთან ერთად დაიტესტნენ მაგრამ ინფექცია არ გამოუვლინდათ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ეპიდემიოლოგები ამ ეტაპისთვის კონტაქტებს ადგენენ, რომელიც სოფელში დაახლოებით 10-ს შეადგენს. საგულისხმოა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წინა კვირას, ბათუმში 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით დაინფიცირებული 23 წლის ჩოხატაურელი ქალიც.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ