covid-19მსოფლიოში

კორონავირუსი მსოფლიოში: ჯანმო-მ ინდური შტამის საშიშროების დონე გაზარდა

ჯანმო და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი შეშფოთებულია კორონავირუსის ინდური შტამით; ინდოელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები კოვიდით მსხვერპლთა რაოდენობაზე რამდენჯერმე შემცირებულია; ბრიტანეთში იწყებს მუშაობას «ვაქცინაციის პასპორტი».

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის ინდური შტამი B.1.617 «ყურადღების საგანიდან» გადააჯგუფა «შეშფოთების საგნებში».

ჯანმოს თანახმად, წინასწარი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს შტამი უფრო ინფექციურია, ვიდრე სხვა მრავალი და ამიტომ საჭიროებს შემდგომ შესწავლას.

ცნობისთის, ამავე კატეგორიაში ჯანმო-მ ადრე  ინგლისში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში პირველად აღმოჩენილი შტამები ჩაწერა.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა

ვის და რატომ დაემუქრა ზელენკის გუნდი

ეპიდსიტუაცია თურქეთში

დატოვე კომენტარი