ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1394 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1132-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 278.
Loading…