კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა

0
138

დღეს გამოვლენილი შვიდი ახალი კოვიდ დადასტურებული პაციენტიდან ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 82-ია. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ახალი შემთხვევების რაოდენობას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ