Pfizer და BioNTech-ის განცხადებით, საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.
Pfizer– მა კორონავირუსის ვაქცინის მე-3 ფაზის კვლევა ჩაატარა, საბოლოო ანალიზი კი 95%-იან ეფექტურობას აჩვენებს, მათ შორის ხანდაზმულ ადამიანებში.
Pfizer-ს თავდაპირველად 90%-იან ეფექტურობაზე ჰქონდა პრეტენზია.
„ეფექტურობა თანმიმდევრული იყო ასაკის, რასისა და ეთნიკური წარმომავლობის დემოგრაფიულ მაჩვენებლებში. 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში 94%-ზე მეტი ეფექტურობა დაფიქსირდა“,- ნათქვამია Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივ განცხადებაში.
Loading…