covid-19მსოფლიოში

კორონავირუსის მოქმედებები რუსეთსა და თურქეთში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში დაძაბული რჩება და რუსეთს ჯერჯერობით ვირუსის გავრცელების პიკი არ გადაულახავს.
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში 12 მაისიდან, ეტაპობრივად განხორციელდება.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 99,000 შემთხვევაა დადასტურებული. ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ 24 საათში 108 შეადგინა, სულ გარდაცვლილია 975 ადამიანი.
თურქეთში კი კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2,992-მდე გაიზარდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, 28 აპრილს, საავადმყოფოებიდან ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. თურქეთში ბოლო ერთ დღეში 5,018 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 38,000-ს გადასცდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შესაძლოა, ავტობუსების მძღოლები და პოლიციელები Covid 19-ზე აღარ გატესტონ

roma sajaia

ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

დატოვე კომენტარი