covid-19მსოფლიოში

კორონავირუსის მიერ მიყენებული ზარალი გერმანიაში. ბოლო მონაცემები

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის ათას 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 156 ათასს გასცდა. 163-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში COVID-19-ს უკვე 5 ათას 913 ადამიანი ემსხვერპლა. გერმანიის მასშტაბით, სხვადასხვა შეზღუდვის მოხსნა უკვე დაიწყო, თუმცა პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა. გასულ დღესთან შედარებით, ფატალური შემთხვევების ზრდა ფიქსირდება იტალიასა და საფრანგეთშიც, თუმცა კვლავ მცირდება ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ვირუსს 360-ი ადამიანი ემსხვერპლა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ნორვეგიის სასამართლომ მასობრივი მკვლელის, ანდერს ბრეივიკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი რვით გაიზარდა

Twitter-მა 70 000 ექაუნთი დაბლოკა

დატოვე კომენტარი