კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება.
“კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებზეც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა…
“ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვაყვდეს დაკვირვების ქვეშ. პერსონალი დარჩება, ამ წუთას დასრულდა პერსონალის ტრენინგი, სადაც დეტალურად იქნა განმარტებული როგორ უნდა მოიქცეს პერსონალი, როგორ უნდა მოვექცეთ პაციენტებს, რომ ინფიცირების რისკი მინიმუმამდე შევამციროთ”- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.
