კორონავირუსთან ბრძოლაში ყოველი დღე მნიშვნელოვანია-ანგელა მერკელი

0
226

კორონავირუსთან ბრძოლაში ყოველი დღე მნიშვნელოვანია, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ექსპონენციალური ზრდის ფაზაშია და ყოველი დღე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე სოციალური დისტანციის ზომების მიღებას ეხება.

„სიტუაცია სერიოზულია, რადგან ჩვენ ექსპონენციალურ ზრდას ვხედავთ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ავადდებიან, 10-14 დღეში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდებიან. ყოველი დღე მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა ანგელა მერკელმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ