რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი და ფილანტროპი რუბენ ვარდანიანი სამ თვეზე მეტია აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება. 2022 წელს მან ყველა გააოცა — მოსკოვში მშვიდი ცხოვრება დატოვა, რუსული პასპორტი ჩააბარა და ყარაბაღში წავიდა, სადაც სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიბრუნა სადავო ტერიტორია და თავად ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა. მას შემდეგ მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი — არავინ იცის მისი სასამართლო პროცესის დაწყების თარიღი. თუმცა მის ისტორიას BBC გაეცნო.
სექტემბრის ბოლოს ლაჩინის დერეფანში — ერთადერთი მარშრუტზე, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში — Forbes-ის სიის წევრი რუსი ბიზნესმენი, რუბენ ვარდანიანი დააკავეს.
აზერბაიჯანის საბოლოო გამარჯვების შემდეგ, ანკლავის თითქმის მთელი სომეხი მოსახლეობა ამ გზით გავიდა, რომელმაც სახლები და ცარიელი ქუჩები დატოვა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოსახლეობის უმეტესობა უპრობლემოდ გაათავისუფლეს, მაგრამ არაღიარებული რესპუბლიკის ზოგიერთი ლიდერი დააკავეს. ვარდანიანი მათ შორის იყო.
მილიარდერი ყარაბაღში მოსკოვიდან ერთი წლის წინ გადავიდა და რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ზოგიერთმა ამ მოულოდნელ ნაბიჯში დაინახა „მოსკოვის ხელი“, რომელმაც რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენი გაგზავნა რეგიონის საქმეებზე ზემოქმედებისთვის. სხვები დასავლეთის სანქციებისგან თავის დაღწევის მცდელობად მიიჩნევენ, რომლებიც რუსეთის მსხვილ ბიზნესმენებს დაუწესეს, ხოლო მესამენი კი თვლიდნენ, რომ მისი მოქმედება იყო თანამემამულეების დახმარების გულწრფელი ჟესტი, რამაც საბოლოოდ ვარდანიანს თავისუფლების დაკარგვად დაუჯდა.