სოცქსელი

«კონფლიქტი აზერბაიჯანთან ძალიან დიდი და საშიში ნაღმია…»-ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის  ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

«დღეს სათითაოდ მომილოცეს ჩემმა უბნელმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ყმაწვილებმა — ქრისტე აღსდგა, ცოტნე ძიაო… ❤

უსაყვარლესი, ზრდილობიანი, აზრიანი, შრომისმოყვარე, ალალ-მართალი ბიჭები მყვანან. აბსოლუტურად და სრულად ინტეგრირებული ჩვენს რეალობაში, განსხვავებით მათი მამების, ჩემი თაობისგან, რომელმაც ქართულად არც ლაპარაკი იცის და არც წერა-კითხვა წესიერად.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს კონფლიქტი აზერბაიჯანთან ძალიან დიდი და საშიში ნაღმია, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული. არავითარ, არცერთ შემთხვევაში, ეს ეთნიკურად აზერბაიჯანელ ჩვენს თანამემამულეებს, მათ იდენტობას, მათ ყოფას არ უნდა შეეხოს! ეს ადამიანები ისევე მონაწილეობენ ამ ქვეყნის ცხოვრებაში, მის შენებაში, თავის სიკეთით, თანადგომით, ადამიანობით, როგორც ჩვენ, როგორც სხვები, და მეზობელი ქვეყნის ავტორიტარულ, კორუფციულ ხელისუფლებასთან არაფერი აქვთ საერთო. ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ხალხიც არ ჰყავს ღირსეულ მდგომარეობაში…»-წერს ცოტნე გამსახურდია.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიჭებს თვალებს ჩვენ ვუხუჭავდით და ვმარხავდითო, თქვენ რა იცითო, და თან პუტინს ეპატიჟებიან საქართველოში»

«სურათი უაღრესად დამაფიქრებელია — მოქალაქეები მიზანმიმართულად არ გადიან ბიულეტენზე სამუშაოს დაკარგვის შიშით»

«ნორამალური კაცების 3/4 მართლა ორჯერ (და ზოგი მეტჯერაა) დაქორწინებული»-ნიკა გვარამია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი